logo_geo
საჩუქარი ხატია ბუნიათიშვილისგან
- +

26 ივნისი. 2020. 20:00

 

 

„ამაღელვებელი სიახლე. „კონცერტი ტყეში“ უკვე ვიზუალური ალბომის სახით არის ხელმისაწვდომი“, წერს მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოაციალურ ქსელში.

 

საფორტეპიანო კონცერტი სახელწოდებით – „კონცერტი ტყეში“ 2013 წელს, ბერლინთან ახლოს მდებარე ტყეში ჩატარდა. ალბომი, რომელიც „სონი კლასიკალმა“ ახლა გამოუშვა, 19 კომპოზიციას შეიცავს.

 

 

ვიზუალური ალბომის დასაწყისს წამძღვარებული აქვს ხატიას წინასიტყვაობა, სადაც ის თავის თავზე ყვება, რომ ბათუმში დაიბადა და მუსიკაში დედისა და დის წყალობით აღმოჩნდა.

 

 

ამ ალბომს კი დედას უძღვნის, რომელმაც მას და მის დას – გვანცას ფორტეპიანოზე დაკვრა ასწავლა.

 

 

 

 

big_banner
არქივი