logo_geo
თამაზ ელიზბარაშვილმა სიმსივნე დაამარცხა- „დედაც ვუტირე ამ დაავადებას!“
- +

27 ივნისი. 2020. 00:21

 

 

 

ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მძიმე დაავადება დაამარცხა.

 

თავიდანვე ვთქვი და დედაც ვუტირე ამ დაავადებას! ახლა იმაზე ჯანმრთელი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. წინააღმდეგობა მაძლიერებს. შესაბამისად, მაგრად ვარ და ბრძოლის წინა ხაზზეც ვდგავარ”, – განაცხადა ელიზბარაშვილმა “სარკესთან”.

 

ელიზბარაშვილი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ თავშესაფარს და მის ბიზნესს შეუქმნა.

 

ყველა ბიზნესი დამიხურეს და არც ვიცი, იმ ხალხს რა ეშველება, რომლებიც ჩემთან მუშაობდნენ ან რამდენ ხანს ეყოფა ჩემი დანაზოგი ცხოველთა თავშესაფარს. მარტო თავშესაფარი ხომ არ მაქვს, 11 შვილი მყავს, ოჯახი მყავს, დედმამიშვილები, მშობლები და სხვა ადამიანები, რომლებსაც ვეხმარებოდი”, – დასძინა მან.

 

შესახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

 

 

big_banner
არქივი