logo_geo
დონალდ ტრამპი: „ფეიკნიუს“ მედია ცდილობს, ჩემი რეალური რეიტინგი დამალოს
- +

27 ივნისი. 2020. 18:38

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „ფეიკნიუს“ მედია ცდილობს, მისი რეალური რეიტინგი დამალოს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

 

„არ დაუჯეროთ „ფეიკნიუსების“ მედია საშუალებებს. ოკლაჰომაში ჩემს გამოსვლას „ფოქს ნიუსის“ ისტორიაში შაბათი დღის სატელევიზიო ჩვენებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ჩემმა ინტერვიუმ შონ ჰენიტისთან ხუთშაბათს მთელი ტელესივრცე გადაფარა. ეს არის ნამდვილი რეიტინგები, ჩუმი უმრავლესობა და არა ყალბი გამოკითხვები“, – წერს ტრამპი.

 

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლოებას გადასახადების ზრდისგან დაიცავს.

 

„ჩვენ კორუმპირებულ ჯო ბაიდენს, ნენსი პელოსისა და შუმერს არჩევნებს მოვუგებთ. გადავარჩენთ უზენაეს სასამართლოს, თქვენს მეორე შესწორებას, დასაცინი ახალი მწვანე შეთანხმების მიერ გამოწვეულ გამოუსწორებელ ზარალს, ხოლო თქვენ გადასახადების დიდი ზრდისგან გადაგარჩენთ. ასევე, გადავარჩენთ ჩვენს მემკვიდრეობას, ისტორიას, კანონს და წესრიგს!“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

 

 

big_banner
არქივი