logo_geo
თეონა კახიძის უცნობი ისტორია მამაზე - „მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა“
- +

29 ივნისი. 2020. 01:52

 

 

დიდი მაესტროს, ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი თეონა კახიძე, მამის და დედის ურთიერთობაზე „კივირის პალიტრასთან“ საუბრობს.

 

თეონა კახიძის თქმით, დედამ, ვანდა კაკაბაძემ, დიდი როლი ითამაშა მამას წარმატებაში. მისი თქმით, ვახტან კახიძე და ვანდა კაკაბაძე გაიპარნენ, რადგან დედის მშობლებს „მოქეიფე, ვერელი ბიჭი არ მოწონდათ“, თუმცა შემდეგ დიდმა მაესტრომ თავი ყველას შეაყვარა.

 

„დედა პიანისტი გახლდათ. წარმოშობით ქუთაისიდან იყო, ნიჭიერი და პერსპექტიული მუსიკოსი, მაგრამ ჯანსუღ კახიძეს გადაეყარა... მამამ გვიან დაიწყო მუსიკის პროფესიულად შესწავლა. 13 წლის იყო, როცა მუსიკალურ ათწლედში მიიღეს, ამიტომ ექსტერნად დაამთავრა და მაშინვე დასვეს საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის მეორე კურსზე.

 

დედაჩემი ვანდა კაკაბაძეც მეორე კურსზე იყო. ჰოდა, გადაირია მამა, არ მოეშვა და მეხუთე კურსზე, 22 წლისები გაიპარნენ, რადგან მოქეიფე ვერელი ბიჭი ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. კი იყო ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული, მაგრამ მისი მომავალი ჯერ არ ჩანდა.

 

კახიძეების ოჯახში დედა დიდი სიყვარულით მიიღეს, მალე ბებიაც შეურიგდათ... ძალიან მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ. დედაჩემმა მართლაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მამას წარმატებაში. მან პედაგოგიური მოღვაწეობა არჩია და დიდხანს ასწავლიდა კონსერვატორიაში. მამას ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ მისი დიდი ნიჭი განვითარებულიყო. ყველაფერში მხარში ედგნენ ერთმანეთს. მამამ უამრავი წინააღმდეგობა გაიარა, მტრობა, შუღლი, ნერვიულობა... თუმცა ყველაფერს გაუძლო...“ - ამბობს თეონა კახიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი