ფრანგი ზოე პერესი უკვე 14 წელია საქართველოში ცხოვრობს. აქ ის ქართულმა მრავალხმიანობამ ჩამოიყვანა.
ზოემ შეისწავლა ქართული ენა, უძველესი ქართული სიმღერა და ახლა ცდილობს ეს ბედნიერება სხვებს გაუზიაროს. მან ანსამბლი „კამილია“ ჩამოაყალიბა, რომელიც დიდი ხნის ოცნების და შრომის შედეგად შექმნა. ფრანგი გოგოს ქართულ ცხოვრებაზე რეპორტაჟი „იმედის კვირამ“ მოამზადა.