logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის
- +

30 ივნისი. 2020. 02:37

 

 

თუ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხს“ განუცხადა.

 

 

უშუალოდ ჩვენ სამეზობლოში არ იკლებს, იზრდება კიდეც. სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჩვენნაირი სურათია ვირუსის. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყნებში დღეს არის ცოტა შემთხვევა, იმდენი, რამდენიც საქართველოში, თორემ ჯამური შემთხვევები იქ გაცილებით მეტია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში აღინიშნება მატება და მათ შორის არის ევროპის ქვეყნები, მაგალითად უკრაინა, ინგლისი და სხვა. რომელ კოლაფსზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა დღეში სულ ორი-სამი შემთხვევაა. თუ ჩვენ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, საქართველო იქნება ოაზისი, თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს უკვე არის საქართველო თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის და ყველას უკვირს, როგორ მოახერხა საქართველომ ის, რომ მთელ ევროპაში და განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი