logo_geo
რიყის პარკში გიდები აქცია-ფლეშმობს მართავენ
- +

30 ივნისი. 2020. 15:41

 

 

 

„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით“ – ამ დევიზით რიყის პარკში გიდების აქცია-ფლეშმობი იმართება.

 

აქციის მონაწილეებმა ფერადი ქოლგები მიიტანეს და ამ ფორმით გამოეხმაურნენ უნგრელი კოლეგების ფლეშმობს, რომლებიც ბუდაპეშტის ცენტრში შეიკრიბნენ და ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს.

 

რიყის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ ქოლგა, მათი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და სწორედ ფერადი ქოლგების საშუალებით უტურისტოდ დარჩენილ ქალაქს ხალისს შემატებენ.

 

გიდები რიყის პარკში თანამოქალაქეებისა და ქალაქის სტუმრების შეკრებას ელოდებიან, რის შემდგომაც მათთვის დედაქალაქში უფასო ტურს მოაწყობენ.

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ტურიზმის შეჩერებამ უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები გაურკვეველი ვადით დატოვა შემოსავლების გარეშე. გიდების თქმით, მათმა ნაწილმა მიიღო უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულისა და დაქირავებით დასაქმებულისთვის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხა.

 

მსგავსი პერფორმანსი თბილისის გარდა ქუთაისსა და ბათუმშიც იმართება.

 

 

big_banner
არქივი