logo_geo
„ყვიყვიმ“ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ვოკალური მონაცემების დახვეწა თბილისის ზღვის მიმდებარედ განაგრძო
- +

30 ივნისი. 2020. 17:24

 

 

„თბილისის ზოოპარკი“ სოციალურ ქსელში წერს, რომ ირემმა სახელად „ყვიყვიმ“ საცხოვრებელი შეიცვალა და ახლა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს ცხოვრებას.

 

„ერთი კოლორიტული კეთილშობილი ირემი გვყავს - „ყვიყვი“. სანამ ახალ ზოოპარკში გადაბარგდებოდა, ხილიანის მოსახლეობასა და უნივერსიტეტის სტუდენტობას აყრუებდა ყვირილით (ხარირმები ხომ ბღავიან მყვირალობის დროს, ანუ, გამრავლების პერიოდში). ახალი ბინის მიღების შემდეგ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძო ვოკალური მონაცემების დახვეწა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. არა, მთლად საოპერო ბარიტონი ვერ დაიყენა, მაგრამ, ამ ყვირილ-ყვირილში უკვე მეოთხე ბალღი გაუჩნდა.

 

ეს პატარა, მაგალითად, შემოდგომის ღრიალის შედეგია“, - წერია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი