logo_geo
მირიან ნიკოლაძე: არანაირი უნდობლობა გამოძიებასთან არ გვაქვს
- +

30 ივნისი. 2020. 23:38

 

 

 

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ გამოძიებასთან უნდობლობა არ აქვს.

 

როგორც მან „პოსტვსთან“ საუბრისას განაცხადა, ზოგიერთი ტელევიზია თემის პოლიტიზირებას ცდილობს.

 

არანაირი უნდობლობა გამოძიებასთან არ გვაქვს, ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ, ვაანალიზებთ ვითარებას.

ერთადერთ რამეს ვგრძნობ ზოგიერთი არხისგან, რომ მოხდეს თემის პოლიტიზება. მიხედოთ თავიანთ თავს, მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ.

ნიკა გვარამია პირადად მოდიოდა ჩემთან, მოჰყავდა თავისი ახლობლები და ნათესავები, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ და ერთმანეთზე კარგი, თითით საჩვენებელი ადამიანები არიან. მოჰყავდა და მეუბნებოდა, შენს მეტს ვერავის ვენდობი, შენი კვალიფიკაციის გარდა მე ვერავის ჩავაბარებ ამ ხალხსო.

შე დალოცვილო, სამოსანი თუ ვიყავი, კუდ-ის და სოდ-ის აგენტი თუ ვიყავი, კლიენტი თუ არ მყავდა, რას ერჩოდი იმ ხალხს, ჩემთან რომ მოგყავდა“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი