logo_geo
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

1 ივლისი. 2020. 10:05

 

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა სულ 794-ს შეადგენს.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 2809 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.

big_banner
არქივი