logo_geo
ბონდო მძინარაშვილი, გია მურღულია და ზაზა აბაშიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად დაამტკიცეს
- +

1 ივლისი. 2020. 20:20

 

 

პარლამენტმა "პირველი არხის" სამეურვეო საბჭოს წევრად ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა “- ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ავრცელებს.

 

როგორც ცნობილი გახდა,  სამეურვეო საბჭოს წევრებად ასევე დაამტკიცეს გია მურღულია და ზაზა აბაშიძე.

 

ბორდის წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, დოდო შონავამ კი ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპავა, მას მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

გია მურღულიას კანდიდატურა,  უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, ბონდო მძინარაშვილი და ზაზა აბაშიძე კი უმრავლესობის გარეთ მყოფმა პარლამენტის წევრებმა წარადგინეს. მძინარაშვილის კანდიდატურას 95 მხარდამჭერი ჰყავდა, აბაშიძეს კი 98.

 

ეს ადგილები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

 

 

big_banner
არქივი