logo_geo
ვეტერანების სამსახურის განცხადება „საწვავის გადახარჯვასთან“ დაკავშირებით
- +

3 ივლისი. 2020. 12:24

 

 

მიმდინარე წლის 2 ივლისს, რამდენიმე ტელემაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი „გადახარჯულ საწვავზე“, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც ეხებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ციფრებით არაკეთილსინდისიერი მანიპულირებაა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, არასდროს, არც ერთ ეტაპზე, კანონით განსაზღვრული საწვავის ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია. უფრო მეტიც, ბოლო თვეებში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თითქმის განახევრდა საწვავზე ლიმიტით მონიჭებული ხარჯვითი ნაწილი.

 

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენეფიციართა სოციალური და სამართლებრივი თანადგომის გარდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს განესაზღვრა ახალი ფუნქციები - მოზარდ თაობაში  ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარება და სახელმწიფოს მიერ დაანონსებული საერთო-სამობილიზაციო სისტემის რესურსებით უზრუნველყოფა.

 

მოთხოვნის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,  ჩვენი სამსახური გამოთქვამს ინფორმაციის მიწოდების მზაობას კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

 

big_banner
არქივი