logo_geo
საცურაო აუზები ორშაბათიდან იხსნება – რა წესები უნდა დაიცვან მომხმარებლებმა
- +

3 ივლისი. 2020. 19:49

 

 

ტემპერატურა თბილისში თანდათან უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება, კარანტინის გამო კი საცურაო აუზები დაკეტილი იყო. ნაწილი გახსნეს, თუმცა მხოლოდ გასარუჯად.

 

“ფორტუნას” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან აუზში წყალსაც ჩაგვისხამენ.

 

6 ივლისიდან დიდი საცურაო აუზები და აკვაპარკები სრულად ამოქმედდება და როგორც გარუჯვას, ასევე ცურვასაც შეძლებთ.

 

აუზებზე აუცილებელი იქნება უსაფრთხოების სტანდარტული ნორმების დაცვა. მომხმარებელი ამ სივრცეში ბახილებით შევა, ექნება სოციალური დისტანციის დაცვის და ხელების ანტისეპტიკით დამუშავების ვალდებულება. ასევე აუზზე მისულ ყველა სტუმარს სიცხეს გაუზომავენ.

 

რაც შეეხება ფასებს, უკვე შესაძლებელია ზოგიერთ აუზზე ვიზიტის დაჯავშნა.

 

მაგალითად, “ჯინოს აკვაპარკში” კონკრეტულ დღეებზე ფასდაკლებებია, იმ შემთხვევაში თუ ბილეთებს წინასწარ, ონლაინ შეიძენთ. ხოლო, გახსნის შემდეგ, ფასები წინა წელთან შედარებით დაახლოებით, 5 ლარით იქნება გაძვირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი