შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება და განთავსდება ვებგვერდზე.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შვეიცარიის საზღვრები 20 ივლისამდე დაკეტილია“, – აცხადებენ საელჩოში.