logo_geo
ბრიტანელი კაცი 14 წლის განმავლობაში ალიმენტს სხვის შვილს უხდიდა
- +

4 ივლისი. 2020. 00:18

 

 

დიდი ბრიტანეთის ქალაქ კინგსტონ-აპოლ-ჰალის მკვიდრს სხვისი შვილისთვის ალიმენტის გადახდას აიძულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hull Live ავრცელებს.

 

კაცმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ 14 წლის განმავლობაში ყოფილი ცოლის ქალიშვილს ალიმენტის სახით 38 ათასი გირვანქა გადაუხადა, 2019 წლის ოქტომბერში კი მისმა პარტნიორმა აღიარა, რომ გოგო სხვისგან გააჩინა.

 

ამის შესახებ კაცმა ალიმენტის გადახდაზე ზედამხედველობის სამსახურს შეატყობინა, სადაც მას განუცხადეს, რომ კიდევ 2 ათასი გირვანქა ჰქონდა გადასახდელი. მიუხედავად იმისა, რომ კაცს ორი შშმ არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მისი აპელაცია არ გაითვალისწინეს. უწყებაში მას დნმ-ის ტესტის ჩატარება შესთავაზეს, თუმცა მისმა ყოფილმა ცოლმა ამაზე უარი განაცხადა.

 

„14 წლის განმავლობაში ათობით ათასი გირვანქა ჩემს ყოფილ ცოლს გადავუხადე, როცა შემეძლო, ეს ფული ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის დამეხარჯა. თუმცა ამაზე უფრო მეტად ის მაღელვებს, რომ გოგო, რომელსაც ჩემს შვილად ვთვლიდი, ძალიან მიყვარდა და მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი“, - განაცხადა ბრიტანელმა.

 

ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ საქმემ რეზონანსი შეიძინა და ალიმენტის გადახდაზე ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს, რომ კაცს დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი