logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 ივლისი. 2020. 10:23

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 946 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე topcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 825 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 3 მოქალაქე.

 

big_banner
არქივი