logo_geo
ილია მეორე კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- +

5 ივლისი. 2020. 10:30

 

 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

„თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია, ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

 

გვინდა, აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ, დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ისა და, რა თქმა უნდა, საერთო ძალისხმევითაც, პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას.

 

შევთხოვთ უფალს, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნულია ილია მეორის მილოცვაში.

 

 

big_banner
არქივი