logo_geo
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია
- +

5 ივლისი. 2020. 13:40

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე ხანძარია.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხანძარია, ტრანსპორტისთვის მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე იმუშავებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი