logo_geo
მაია კახიძე: არსებობს ერთი ლამაზი ხალხური თქმულება ოჯახის მფარველი ანგელოზის შესახებ
- +

5 ივლისი. 2020. 22:41

 

 

მაია კახიძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი,

რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. არსებობს ერთი ლამაზი ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც, როდესაც ოჯახი გასაჭირშია, მფარველი ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე.

 

ძველი ხალხური ტრადიციით, წელიწადში ერთხელ (ხორციელის ხუთშაბათს) იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის, კარგი იქნება თუ ისევ აღდგება ეს ტრადიცია.

 

იქნებ, ეს ლოცვა მაინც დავიმახსოვროთ:

 

ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო,

კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს,

ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში! ამინ!“- წერს კახიძე.

 

 

big_banner
არქივი