logo_geo
თენგიზ ცერცვაძის თქმით, სავარჯიშო და საცურაო სივრცეების გახსნის შემთხვევაში რისკები მინიმალურია
- +

6 ივლისი. 2020. 02:33

 

 

კორონავირუსის გავრცელების მხრივ სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებზე უფრო დიდ საფრთხეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები წარმოადგენს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

 

ყოველი ახალი რეგულაციის მოხსნა საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი. მათ შორის რისკებს შეიცავს სავარჯიშო და საცურაო სივრცეების ამოქმედება, მაგრამ რისკი მინიმალურია. ბევრად უფრო სახიფათო თავშეყრის ადგილები, ქორწილები და ქელეხებია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე უნდა გაიხსნას, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

 

  

წყარო : wyaro
big_banner
არქივი