logo_geo
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

6 ივლისი. 2020. 10:01

 

 

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 3828  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –192.

 

 

big_banner
არქივი