logo_geo
სენაკში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
- +

6 ივლისი. 2020. 14:41

 

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 4-5 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის და, ასევე, სოციალურად შეჭირვებული და დევნილი მოსახლეობისათვის, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო კვლევები (მათ შორის, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა) ჩატარდა.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო 37 კვალიფიციურმა ექიმმა (თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი) შემდეგი კლინიკებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, ალადაშვილის კლინიკა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და, ასევე, ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ აკადემიურმა და სამედიცინო მედპერსონალმა.

 

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია 500-მდე პირს.

 

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ.

 

big_banner
არქივი