logo_geo
ენიო მორიკონეს ცხოვრებისეული უცნაურობები და სიცოცხლის ბოლო წუთები
- +

6 ივლისი. 2020. 15:14

 

 

ცნობილი ფილმი „ერთხელ ამერიკაში“ ალბათ, ყველას ერთხელ მაინც უნახავს. ერთხელ მაინც, თუნდაც ამ კინოფილმიდან მელოდია ყველას გაუგია.  მას შემდეგ, ყველასთვის ნაცნობია ავტორის სახელი და გვარი – ენიო მორიკონე.

 

უამრავი საოცარი კომპოზიციის ავტორი, ლეგენდარული კომპოზიტორი, ენიო მორიკონე დღეს, 6 ივლისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

იტალიურ მედიას ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ, მორიკონეს იურისტი, ჯორჯო ასუმმი ესაუბრა.

 

„გამთენიისას, 6 ივლისს, რომში, რწმენითა და ნუგეშინისცემით გარდაიცვალა ენიო მორიკონე. ბოლომდე შეინარჩუნა სისუფთავე და დიდი ღირსება.

 

უკანასკნელად მიესალმა თავის საყვარელ მეუღლეს მარიას, რომელიც მას ერთგულებით ახლდა ადამიანური და პროფესიული ცხოვრების თითოეულ მომენტში და მასთან იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

 

მადლობას უხდიდა შვილებსა და შვილიშვილებს, მათ დიდი სიყვარული და მზრუნველობა მიუძღვნა.

 

მსმენელთა აუდიტორიას, რომლის გულმოდგინე მხარდაჭერა ყოველთვის თან ახლდა მორიკონეს შემოქმედების ძალას“, – აცხადებს ადვოკატი.

 

იტალიელი ლეგენდარული კომპოზიტორი რომში 1928 წელს, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლის ოჯახში დაიბადა.

 

ენიო მორიკონესთვის ბავშვობიდან ნაცნობი იყო მუსიკალური ჰანგები, მას ნიჭი მემკვიდრეობით მამისგან ერგო, რომელიც მუსიკოსი გახლდათ. ფართო ასპარეზზე ძალიან ახალგაზრდა 22 წლის გამოჩნდა და მსოფლიოს 500-ზე მეტი კომპოზიცია უსახსოვრა.

 

ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მას მოცარტს ეძახდნენ, რადგან კომპოზიციების შექმნა 6 წლის ასაკში დაიწყო. 10 წლის ენიო კი უკვე ცნობილი „სანტა ჩეჩილიას“ კონსერვატორიის სტუდენტი გახლდათ, საყვირის განხრით, რომლის დასრულების შემდეგ,  ხელახლა ჩააბარა კონსერვატორიაში სადირიჟოროზე.

 

მისი ბავშვური ოცნება ექიმობა იყო, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად დარჩა, რადგან მუსიკალურ სამყაროში გადავარდნილს, პროფესიის შეცვლის დრო აღარ ჰქონდა. მორიკონეს ჰობი ჭადრაკის თამაში იყო.

 

როგორც ცნობილია, მორიკონე მთელი ცხოვრება გაურბოდა ყველაფერს, რაშიც იასამნისფერი ერია. ამბობდა ინტერვიუებზე უარს, თუ ჟურნალისტს ამ ფერის სამოსი ეცვა ან აქსესუარს ატარებდა. მაესტროს იასამნისფერის გარდა, სძულდა რიცხვი 17. მედიისთვის ამის მიზეზები ცნობილი არ არის…

 

ოსკაროსან მაესტროს მუსიკალურ კარიერაში ინტრიგებიც ახლდა თან. ერთ-ერთი ასეთი იყო რუსულ ეკრანებზე გამოსული პოპულარული სერიალი „ბრიგადა“.

 

ამ კინოფილმიდან გაჟღერებული მელოდია ბევრმა მობილურ ტელეფონზე ზარად დააყენა.

 

ამბობდნენ, რომ მისი ავტორი მორიკონე იყო, რომელსაც შელიგინმა მუსიკა მოჰპარა ფილმიდან „ერთხელ ველურ დასავლეთში“.

 

მოსკოვში ჩასულ მორიკონეს ეს მელოდია მოასმენინეს და „განაჩენის“ გამოტანა სთხოვეს. განაცხადა, რომ „ბრიგადის“ მუსიკალური ფონი მის მიერ შექმნილ კომპოზიციას ჰგავს. თუმცა, იქვე დელიკატურად აღნიშნა, რომ „მუსიკაში ხომ მხოლოდ 7 ნოტია“…

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი