logo_geo
გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება
- +

7 ივლისი. 2020. 18:28

 

 

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს.

 

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის, ბაკურიანში 6000-მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი.

 

ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი. ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლისთვის ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგაც იმუშავებს.

 

საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავა. საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება გონდოლაში (დახურული საბაგირო) 4 ადამიანი ჭადრაკისებური პრინციპით იქნება დაშვებული და მხოლოდ პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს - 6 ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი , 4 ადგილიანზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში პლიუს ბავშვი. მომხმარებლები ვალდებულები იქნებიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, დაიმუშავონ, საბაგიროში შესვლამდე კი თერმოსქრინინგი გაიარონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი