logo_geo
„Tesla“-მ შემოსავლებით, ახალი რეკორდი დაამყარა
- +

7 ივლისი. 2020. 19:23

 

 

ამერიკული კომპანია „Tesla“-ს საბაზრო ღირებულება კიდევ $14 მილიარდით გაიზარდა. თითქმის 5 დღეში ილონ მასკის კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ „Bloomberg“ წერს.

 

საწარმოს კაპიტალიზაციამ $254,2 მილიარდი შეადგინა. კომპანიამ ამ მონაცემით აშშ-ში სამ ავტომწარმოებელს „General Motors“-ს, „Ford Motor“-სა და „Fiat Chrysler“-ს გაუსწრო.

 

„Tesla“-მ განაცხადა, რომ მეორე კვარტალში ბაზარს 90 650 ავტომობილი მიაწოდა. თუმცა ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 83 ათასი ერთეულია. აქციების ფასის ზრდაზე დადებითად იმოქმედა კრიზისის შემდეგ კომპანიის სწრაფმა აღდგენამ. ამ ფონზე სხვა კომპანიების მაჩვენებლები პანდემიის გამო მცირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი