logo_geo
ბათუმის ზღვაში გადაგდებული წერილი ბოთლში კრასნოდარის სანაპიროზე იპოვეს, ეძებენ ავტორს
- +

8 ივლისი. 2020. 12:14

 

 

ბოთლში ჩადებული წერილი, რომელიც მცირეწლოვანმა საბამ სავარაუდოდ ბათუმში, ზღვაში გადააგდო კრასნოდარის მხარეში, სანაპიროზე იპოვეს. ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებელი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს.

 

პოსტიდან ირკვევა, რომ წერილის ავტორი საბა შარაშენიძეა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს. მან წერილი ბოთლში მოათავსა და ზღვაში გადააგდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ზღვამ კრასნოდარის მხარეში გამორიყა.

 

“ბოთლში ჩადებული წერილი, ზღვამ გამორიყა კრასნოდარის მხარეში. ახლა იქაური გაზეთის რედაქტორი ეძებს – საბას, ხომ არ იცნობთ?”,- წერს ოთარ ჩრდილელი ფეისბუქში და წერილსაც აქვეყნებს.

 

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, უცნობია როდის დაწერა წერილი პატარა საბამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი