logo_geo
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად აღიჭურვა
- +

9 ივლისი. 2020. 18:44

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის, გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმელით. თავდაცვის ძალების საწყობებში  მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა.  უმაღლესი ხარისხის, NATO-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ბათინკები ევროკავშირში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოშია წარმოებული.

 

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები უმაღლესი სტანდარტის ფეხსაცმელით არიან უზრუნველყოფილნი. წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია ევროკავშირში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და NATO-ს სხვა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს.

 

 

 

big_banner
არქივი