logo_geo
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
- +

10 ივლისი. 2020. 12:07

 

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

 

რაც შეეხება 4 შემთხვევას, როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი საკარანტინო სივრციდანაა.

 

„დაგვემატა კვლავ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2-ია. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებშია 112 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრციდან, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა კი გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

მისივე თქმით, ინფექციურში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია. ეზუგბაიას განმარტებით, მათი მდგომარება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია და არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი