logo_geo
სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ მეკოსთვის ონლაინ-კონცერტს ჩაატარებს
- +

10 ივლისი. 2020. 12:37

 

 

 

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ათონის დარბაზის ინიციატივით, 10 ივლისს, 8 საათზე, 24 წლის მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად ფოლკლორის ცენტრის დარბაზში საქველმოქმედო ონლაინ-კონცერტი გაიმართება.

 

მეკოს ერთი თვის წინ ოსტეოსარკომა დაუდგინა. გოგონას გადაუდებელი მკურნალობა და საზღვარგარეთ საოპერაციოდ გამგზავრება ესაჭიროება. მეგობრების დიდი ძალისხმევით უკვე შეგროვდა 441 695 ლარი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

 

„ბასიანს“ არაერთ საქველმოქმედო კონცერტში მიუღია მონაწილეობა. ანსამბლის ბოლო ონლაინ-კონცერტი 20 მარტს ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 10 ივლისს, კი მეკოს დასახმარებლად ანსამბლის წევრები კვლავ გაერთიანდებიან.

 

„გვინდა, დავეხმაროთ მეკოს და შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი ახალგაზრდა გოგონას გადარჩენაში. მსმენელს ვთხოვთ, მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადმორიცხონ თუნდაც ერთი ლარი. ახლა მეკოს სიცოცხლისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ“, - აღნიშნა ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორმა ზურაბ წკრიალაშვილმა.

 

ანსამბლი „ბასიანი“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. 2013 წელს კი „ბასიანს“ მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.

 

„ბასიანს“ წელს 20 წლის იუბილე აქვს. პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის გამო ყველა დაგეგმილი კონცერტი და ღონისძიება გადაიდო.

 

 

რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: #GE83BG0000000161685609 სალომე თაბაგარი

თიბისი: #GE93თB7551945061100035 თორნიკე მკალავიშვილი

ლიბერთი: #GE22LB0711143406610000 თორნიკე მკალავიშვილი

PayPal: gxosita@gmail.com

პლიუს ქულების გადმოსარიცხად გამოიყენეთ ნომერი: 20001063889

 

 

 

big_banner
არქივი