logo_geo
გოჩა ლორთქიფანიძე ამ ფოტოზე დასახვრეტად მიჰყავთ – ვინ არის ჰააგის მოსამართლეობის ქართველი კანდიდატი
- +

10 ივლისი. 2020. 19:48

 

 

ივანე აბაშიძე სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

 

„ამ ფოტოზე გოჩა ლორთქიფანიძე დასახვრეტად მიჰყავთ. ფოტო 1993 წლის 30 იანვარს ტყვარჩელშია გადაღებული, სადაც ჰუმანიტარული მიზნებით ჩასულს “ბოევიკები”, ქართველობის გამო დახვრეტას უპირებენ.

 

ფოტო „როიტერს” ეკუთვნის და იუსტიციის მინისტრის მოადგილის რუსეთთან და ოკუპაციასთან დაუღალავი ბრძოლის ერთ უმძიმეს წამს ასახავს. იმ ბრძოლას, რომლისთვისაც თვალი კაბინეტიდან კი არ უდევნებია, თავად გაიარა და სასწაულად გადარჩა.“

 

მხარდაჭერა გოჩა ლორთქიფანიძეს! ფოტო აღებულია მარიამ სხილაძის გვერდიდან,“ – წერს ივანე აბაშიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი