logo_geo
ოთარ ჯაფარიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- +

10 ივლისი. 2020. 22:24

 

 

 

თსუ ყოფილი რექტორი, პროფესორი,  არქეოლოგი, დიდი პლეადის უკანასკნელი მოჰიკანი ოთარ ჯაფარიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრების 60 წელზე მეტი უნივერსიტეტს და არქეოლოგიას უკავშირდება.

 

„მთელი ჩემი ცხოვრება ეს იყო. არქეოლოგია  რთული დარგია. ისტორიკოსი მოვა, პირდაპირ მაგიდასთან დაჯდება და წყაროებს ნახავს, და შენ სანამ მაგიდასთან მოხვალ, უნდა ეძებო კაცო, უნდა იპოვო;  რასაც იპოვი, ის უნდა გათხარო; მოპოვებული მასალა უნდა დაამუშავო, უნდა აღადგინო და შემდეგ წარმოიდგინო - რა უნდა იყოს.

 

 ძალიან ძნელია! არასოდეს წინასწარ აკვიატებული აზრით არ უნდა მიხვიდე, თორემ რასაც გინდა იმას დაინახავ. შენ კი არა, მასალა უნდა აალაპარაკო, მასალამ უნდა აგალაპარაკოს შენ, მასალამ." - ეს არის ამონარიდი თსუ 100-წლის იუბილესთან დაკავშირებით ოთარ ჯაფარიძის ბოლო ინტერვიუდან.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი