logo_geo
ერდოღანი აია-სოფიაზე: მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
- +

11 ივლისი. 2020. 02:50

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

 

„აია-სოფია თურქეთის იურისდიქციის ქვეშ არის. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენთვის ყველა მოსაზრება მისაღებია, გარდა იმ მოსაზრებებისა, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის შელახვაზეა მიმართული“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში 435 ეკლესია და სინაგოგა არის.

 

„ეს ჩვენი მენტალიტეტის მაჩვენებელია, რომელიც მრავალფეროვნებას ჩვენ სიმდიდრედ განიხილავს“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

 

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი