logo_geo
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საბურთალოს რაიონში, გეოგრაფიული ობიექტისთვის ბექა ფილფანის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს
- +

11 ივლისი. 2020. 15:06

 

 

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დავით უთმელიძე და ამავე რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ალექსანდრე ყაზბეგის N 1-3 ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე,  კორპუსებს შორის არსებულ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება.

 

ბექა ფილფანი საბურთალოს რაიონში დაიბადა,  გაიზარდა და  ამავე რაიონში მდებარე  საზოგადოებისთვის ცნობილი „ბექას ქუჩა“ სწორედ მის სახელს ატარებს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩის სახელდება ოფიციალურად არ მომხდარა და მას სახელი მოსახლეობამ საკუთარი სურვილით მიაკუთვნა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხზე მსჯელობისას არსებულ გარემოებას  გაითვალისწინებს და  ქუჩას ბექა ფილფანის სახელს ოფიციალურად მიანიჭებს.

 

 

big_banner
არქივი