logo_geo
ბილ გეითსი: კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათთვის, ვინც გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
- +

11 ივლისი. 2020. 16:04

 

 

COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათთვის, ვინც გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს“, - ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა და ქველმოქმედმა ბილ გეითსმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, პანდემია კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.

 

„თუ ვაქცინებსა და წამლებს მათ მივცემთ, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შემოგვთავაზებს, იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მივიღებთ უფრო გრძელვადიან, უსამართლო და მომაკვდინებელ პანდემიას“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

 

 

big_banner
არქივი