logo_geo
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
- +

12 ივლისი. 2020. 10:14

 

 

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო წირვას აღავლენს.

 

12 ივლისი დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეა.

 

სახარების თანახმად, პეტრე მოციქული ანდრია მოციქულის ძმა იყო, რომელმაც მიიყვანა კიდეც ის ქრისტესთან. წმიდა პეტრეს ცოლი ჰყავდა და სახლი ჰქონდა კაპერნაუმში. ქრისტესაგან ხმობილი გენისარეთის ტბაში თევზის ჭერის დროს, იგი ყოველთვის იშვიათ ერთგულებასა და გამბედაობას იჩენდა, რითაც განსაკუთრებულად იყო დაახლოებული მაცხოვართან, მოციქულებთან – იაკობთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.

 

 

 

 

big_banner
არქივი