logo_geo
რომის პაპი ფრანცისკე: ფიქრებში ზღვას სტამბოლამდე მივყავარ, ვფიქრობ აია სოფიაზე და ღრმად ვარ დამწუხრებული
- +

12 ივლისი. 2020. 17:37

 

 

 

,,ფიქრებში ზღვას სტამბოლამდე მივყავარ, ვფიქრობ აია სოფიაზე და ღრმად ვარ დამწუხრებული, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

 

პაპმა აღნიშნა, რომ დღეს კათოლიკური ეკლესია ზღვის დღეს აღნიშნავს.

 

რომის პაპს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

 

„ასოშიეტიდ პრესის“ ვარაუდით, რომის პაპის ეს განცხადება აია სოფიას სტატუსის შეცვლას უკავშირდება.

 

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი