logo_geo
თამთა გოდუაძე ბერძენ მილიარდერზეა შეყვარებული – წყვილი მდიდრულ აპარტამენტში ერთად ცხოვრობს
- +

14 ივლისი. 2020. 14:01

 

 

 

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ხშირად ხვდება ბერძნული პრესის ფურცლებზე.

 

ბულვარული მედია და პაპარაცები ხშირად ინტერესდებიან მომღერლის პირადი ცხოვრებით.

 

თამთას, მის საყვარელ მამაკაცთან ერთად ხშირად ხედავენ სხვადასხვა ღამის კლუბში.

 

თამთა და პარისი უკვე თითქმის შვიდი წელია ერთად არიან.

 

ისინი ვულიაღმენში, ერთ-ერთი ბიზნესმენის მდიდრულ აპარტამენტში ცხოვრობენ.

 

თამთა წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ოჯახთან ერთად 22 წლის ასაკში გადასახლდა. იგი ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია და ფანებს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი ჰიტებით, კლიპებით თუ კონცერტებით, თუმცა მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის გასაიდუმლოებულია.

 

მომღერალი ცდილობს, პაპარაცებს დაუმალოს მისი ბოლოდროინდელი სიყვარული – ბერძენი მილიარდერი, უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე პარის ლაცისი (მამის გვარი კასიდოკოსტასი).

 

40 წლის პარისი გახლავთ ლაცისების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრე, რომლებიც ნავთობის, უძრავ ქონებასა და საბანკო სექტორში ფლობენ წილებს.

 

მისი ბაბუა იანის ლაცისი, ბერძენი მილიარდერი გახლდათ. 2003 წელს, როცა იანის ლაცისი გარდაიცვალა, Forbes-მა მისი ქონება 15 მილიარდ დოლარად შეაფასა. უახლესი რეიტინგით კი, ლაცისები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში 54-ე ადგილზე არიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი