logo_geo
ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ
- +

16 ივლისი. 2020. 12:59

 

ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

 

ზღვაში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. კერძოდ: სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი ახორციელებს. მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. ამასთან, დრონით ხორციელდება პერიმეტრის კონტროლი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი