logo_geo
რომი-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება
- +

17 ივლისი. 2020. 10:31

 

 

ავიაკომპანია „Myway Airlines“ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიის მიმართულებით ასრულებს. სარეპატრიაციო რეისით თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

 

თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება.

 

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „Myway Airlines“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

 

 

big_banner
არქივი