logo_geo
ორკლასიანი სასწავლებლიდან ოქროს მომპოვებელ კომპანიამდე – ქართველი ემიგრანტის “ამერიკული ოცნების” ამბავი
- +

18 ივლისი. 2020. 02:13

 

 

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რაჭის სოფელში დაბადებული ბიჭი ოცნებას ოკეანის მიღმა აიხდენდა- ფორტუნა ოქროს მაძიებელთაგან სწორედ ქართველ ემიგრანტს ამოირჩევდა და თავად სახელშეცვლილი საკუთარ გვარს ამერიკის ერთ-ერთ დაბას უწოდებდა. თუმცა ისტორია სწორედ ასე განვითარდა: 

 

1895 წელს სოფელ უწერაში გლეხ ნესტორ მეტრეველის ოჯახში დაიბადა დიმიტრი მეტრეველი (Mike Mito). 8 წლის ასაკში დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. წერა–კითხვა სოფლის მღდელმა ასწავლა, შემდეგ უწერის ორკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა. 1913 წ. დიმიტრი ქართველების ერთ ჯგუფს გაჰყვა ამერიკაში, ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში, რიგ ქალაქებში მოგზაურობის შემდეგ საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. დაქორწინდა ლიტვური წარმოშობის ქალზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა – ავგუსტ–მიტო, ნესტორი და ემილია.

 

მეტრეველმა ამერიკაში რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, ერთხანს ჭიდაობდა კიდეც. შემდეგ კი სხვა უამრავი ადამიანის, მათ შორის ქართველების მსგავასად, ოქროს მაძიებლობა დაიწყო. უამრავი ოქროსმაძიებლისგან განსხავებით დიმიტრი მეტრეველს გაუმართლა, მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა.

 

მუშებთან ერთად მაღაროების გარშემო სხვა ხალხიც დასახლდა და დაბას, რომელიც ამ დასახლების წყალობით შეიქმნა ამერიკული მანერით „მეტრეველი“ ეწოდა.

 

დიმიტრი მეტრეველი არ დაკმაყოფილებულა კანადური მაღაროებით და ბედი ალიასკაზეც სცადა, სადაც მის მაღაროებს „მიტოს ანომალიები“ უწოდეს. გამდიდრებული მიტო უანგაროდ ეხმარებოდა არამარტო ქართველებს, არამედ ამერიკელებს, ბალტისსპირელებს, უკრაინელებს და სხვებს. დიდ მატერიალურ დახმარებას  უწევდა ოჯახს და ნათესავებს საქართველოში, თუმცა სამშობლოში აღარასდროს ჩამოსულა.

 

1929-1933 წლებში ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისის დროს მიტომ მთელი ქონება  დაკარგა, „მეტრეველი“ და „ანომალიები“ დაცარილედა. მაგრამ მან მაინც შეძლო დაცემული წარმოების ისე  გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო, თუმცა კრიზისის შემდეგ მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა. 1945 წ. ამერიკელ პარტნიორთან სალერნოსთან ერთად ტორონტოში ალმასის საბადო აღმოაჩინა და სალმოტას ტბის მიდამოებში ალმასის საბადო აამუშავა.

 

დღეს ეს ადგილი ითვლება ცენტრად და საწყისად იმ გიგანტური წარმოებისა, რასაც მოჰყვა ოქროთი მდიდარი კვებეკის ჩრდილო-დასავლეთი არეალის განვითარება და გაფართოება. მრავალ მნიშვნელოვან სფეროთაგან, რომელსაც სათავე დაუდეს მაიკმა და მისმა პარტნიორმა, განსაკუთრებული ადგილი უკავია პირველდაფუძნებულ სამფლობელოს “Russian Kid”-ს დესარატში, კვებეკის ჩრდილო-დასავლეთში, რომლის მილიონდოლარიან გარიგებაზე, თავის დროზე, რაშენ კიდმა უარი განაცხადა. ეს საკუთრება ცნობილია “Bordulac Mines”-ის სახელით, დღეს მძლავრი აღმავლობის სტადიაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Globex Properties-ის ნაწილია, კომპანიის შესახებ ისტორიაში მაიკ მიტო ნახსენებია, როგორც მისი დამფუძნებელი

 

მიაკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ  წერილები ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში („Billboard”, „Kvebek Fire REnjer”, “Noranda Wikli”). ყველა ერთხმად აღნიშნავდა მის დამსახურებას ოქროს მოპოვება–გადამუშავების საქმეში.

 

1970 წ. მაიკ მიტო ქ. ჰამილტონის საავადმყოფოში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი საქმე უფროსმა ვაჟმა, 1950-1953 წლების კორეის ომის ვეტრეანმა ავგუსტმა (აგი) განაგრძო. მას ჰყავს ფრანგული წარმოშობის მეუღლე და ერთი ვაჟი – მიტო.

 

დიმიტრი მეტრეველის სახელობის ქალაქი დღესაც არსებობს კვებეკთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი