logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: მადლობა ჩვენს ხალხს, რომელიც ენდო ხელისუფლებას
- +

20 ივლისი. 2020. 11:19

 

 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას იწყებს.

 

პოლიტიკურმა გაერთიანება საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარდგენამდე სიტყვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანას პანდემია აარიდა.

 

„მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა განსაცდელს აარიდა. მადლობა ჩვენს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აჩვენა და ენდო ხელისუფლებას,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

 

კანდიდატების წარდგენის ღონისძიება კოჯორში იმართება.

 

 

 

big_banner
არქივი