logo_geo
ლევან რატიანი: აგვისტოს ომის დროს ქალი გადამეფარა - არ გაინძრე, მამა უნდა გახდეო
- +

20 ივლისი. 2020. 16:23

 

ცნობილი ექიმმა ლევან რატიანმა, რომელიც კორონავირუსთან მებრძოლად ასოცირდება, „იმედის“ ეთერში, რუბრიკაში „პირადი ნივთები“ აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა, სადაც ის დამწყები ექიმი იყო.

 

მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალბატონმა, რომლის თავგანწირვა ლევან რატიანისთვის სამაგალითო გახდა.

 

„2008 წლის აგვისტოს ომში სასწრაფოში ვმუშაობდი, მაშინ რეზიდენტი ვიყავი. თბილისის სასწრაფოს თითოეული ბრიგადა ომის დროს გორში მუშაობდა. ძალიან რთულია დამწყები ექიმისთვის დაჭრილებთან მუშაობა, მაგრამ მაშინ, სხვა გზა არ იყო.

 

მახსოვს ერთი ეპიზოდი – როცა გორი დაიბომბა, მაშინ უმცროსი ექიმი ვიყავი, იქ იმყოფებოდა ქალი, რომელსაც ჩემი ტოლი შვილები ჰყავდა.

 

დაბომბვისას დავწექით და მაშინ, თავზე რაღაც დამეცა, ის ქალბატონი გადამეფარა და მითხრა - არ გაინძრე, მე შვილები უკვე გავზარდე, შენ მამა აწი უნდა გახდეო.

 

ეს სცენა თვალებიდან არასოდეს ამომდის, როგორია დედის ინსტინქტი და როგორ მოიქცა ეს ქალბატონი“, – ამბობს ლევან რატიანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი