logo_geo
7 დასახელების რძის პროდუქტი, სადაც მცენარეული ცხიმი გამოვლინდა
- +

21 ივლისი. 2020. 00:48

 

 

 

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 34 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია (სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია).

 

ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა - პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს.

 

დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

 

მაწონი ,,რანინა“ - დამზ. არიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);

არაჟანი ,,რანინა“ - დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“)

არაჟანი ,,მილკო“ - დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);

რძე ,,მალკო 2.5% - დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“)

კარაქი ნაღების 82.5%,,რანინა“ - დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“);

არაჟანი ,,ქობულეთური 25%“ - დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს,,მემა კომპანი“)

„ყველი ქართული“ - დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა - 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ,,სურენ კირაკოსიანი“)

 

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა: ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი