logo_geo
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში პირველად მოხვდა
- +

21 ივლისი. 2020. 10:32

 

 

ამერიკელი მეწარმე კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად მოხვდა. ამის შესხებ Forbes წერს.

 

გამოცემის ცნობით, მასკის ქონება $74,2 მილიარდია. ცნობისათვის 2020 წლის მარტში მასკი უმდიდრესი ადამიანების სიაში 31-ე იყო. მას შემდეგ მისი ქონება სამჯერ გაიზარდა. 2020 წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 300%-ით გაძვირდა.

 

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველია Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. მისი ქონების ღირებულება $189 მილიარდია. მეორეა ბერნარ არნო, რომელიც Louis Vuitton Moët Hennessy ფლობს და მისი ქონება $113, 8 მილიარდადაა შეფასებული. მესამეა სიაში მარკ ცუკერბერგი $90,3 მილია​რდით, ხოლო მეოთხეზე სტივ ბალმერი $72,2 მილიარდით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი