logo_geo
არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის განახლდა
- +

21 ივლისი. 2020. 10:54

 

 

მიმდინარე წლის 18 ივლისს განახლდა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული  საგანგებო მდგომარეობის გამო, მარტში შეწყვეტილი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს თასზე. პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ზესტაფონის „მარგვეთი“ და თბილისის „თბილისი“. თამაში დამთავრდა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0.

 

19 ივლისს, მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა ბათუმში, ბათუმის „აჭარასა“ და გორის „დილას“ შორის და დასრულდა აჭარელი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0.

 

განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები ჩატარდება 25 და 26 ივლისს, გორში, ხოლო ფინალური ასპარეზობა გაიმართება 2 აგვისტოს.

 

აღნიშნული ტურნირის მატჩები ტარდება COVID-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული  რეგულაციების დაცვით.

 

არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასის ტურნირის ორგანიზატორები არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა.

 

ტურნირი 2018 წელს დაარსდა და წელს მესამედ ტარდება.

 

 

big_banner
არქივი