logo_geo
ამირან გამყრელიძე: ჩვენ თითქმის ყველას წყარო იდენტიფიცირებული გვაქვს
- +

23 ივლისი. 2020. 02:29

 

 

ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსით ორი ახალი ინფიცირებულების წყაროზე თითქმის გავიდნენ. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ისინი უკვე ცნობილ კლასტერებს უკავშირდებიან.

 

მთავარია, რომ ჩვენ თითქმის ყველას წყარო ინდენტიფიცირებული გვაქვს და ვახდენთ ამ წყაროების იდენტიფიცირებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო და შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს გზა ყველა იმ ქვეყანამა გამოიარა, რომელმაც ეკონომიკის აღდგენა გადაწყვიტა.

 

ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ბალანსი დავიჭიროთ ახალ შემთხვევებსა და ამ შემთხვევების მართვას შორის. ანუ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ახალი შემთხვევების იდენტიფიცირება, ამ ადამიანების სწრაფად განკურნება და მათი კონტაქტების გამოკვლევა, რომ მოვახდინოთ კონტაქტების იზოლაცია დროულად“, - განმარტა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, არსებული ეპიდვითარება პანიკის საფუძველს არ ქმნის.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი