logo_geo
მირიან ნიკოლაძე: გიორგის მამა ვერ უტყდება თავის თავს, რომ შვილი აღარ ჰყავს, მძიმედაა...
- +

25 ივლისი. 2020. 00:53

 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა. გიორგის მამა ლევან შაქარაშვილი დღემდე არ ჩნდება მედიასთან რაიმე სახის კომენტარზე. როგორც გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ლევან შაქარაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

 

"ლევანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და უმძიმეს მდგომარეობაში გვყავდა და გვყავს კიდეც. ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან. დღესაც ვერ გამოდის და ვერ უტყდება თავის თავს იმაში, რომ შვილი აღარ ჰყავს, ძალიან მძიმედაა და ვაბრუნებთ ამ ქვეყანას.

 

თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი მამის კონტაქტი ან ტელევიზიასთან ან საზოგადოებასთან? აი, ამას ვუყურებ ყოველ დღე და ამ ფონზე მიწევს დავდგე და კომენტარები ვაკეთო“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი