logo_geo
სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 165 სტუდენტი გაემგზავრა
- +

25 ივლისი. 2020. 13:04

 

 

165 სტუდენტი გაემგზავრა დღეს გერმანიაში სპეციალური ჩარტერული რეისით, რომლის ორგანიზებაც საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით უზრუნველყო. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის სახელმწიფო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

 

დღევანდელი რეისით გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.

 

სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ შეასრულა.

 

 

big_banner
არქივი