logo_geo
მამა შალვა კეკელია: იმიტომ კი არ თხოვდები, რომ შენს მეუღლეს ემსახურო…
- +

25 ივლისი. 2020. 22:13

 

 

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის წინამძღვარმა შალვა კეკელიამ ცოლისა და ქმრის ურთიერთობაზე იქადაგა.

 

 მამა შალვა კეკელიას განცხადებით, ცოლ–ქმარს ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა უნდა აკავშირებდეს.

 

 „იმიტომ კი არ თხოვდები, რომ შენს მეუღლეს ემსახურო, არამედ იმიტომ რომ ერთად იცხოვროთ მთელი ცხოვრება ჰარმონიულად, ერთმანეთის სიყვარულში.

 

პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც წყვილები ერთმანეთს ირჩევენ იმისთვის, რომ იმსახურონ. ცოლი მოჰყვათ იმისთვის, რომ ქმარს მოემსახურონ ეს არასწორია. თქვენ ჯვარს იწერთ, რადგან მთელი ცხოვრება ერთად უნდა იცხოვროთ.

 

 თუმცა, როდესაც ადამიანი ცხოვრებას ეგოზე აწყობს, რაც მე მინდა, რაც მე მაწყობს იმას გავაკეთებ, აი ესაა პრობლემა.

 

 თქვენს შვილებს არ დასჭირდებათ დარიგება, თუ თქვენ ჰარმონიულად იცხოვრებთ .თქვენს შვილებს პრობლემები, კომპლექსები არ ექნებათ პირიქით ბედნიერები იქნებიან თუ აჩვენებთ სიყვარულს“, – აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი