logo_geo
ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, რეჯის ფილბინი გარდაიცვალა
- +

26 ივლისი. 2020. 10:00

 

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, რეჯის ფილბინი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ფილბინმა სატელევიზიო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და პოპულარობა თოქ-შოუმ „Live! with Regis-მა“ მოუტანა.

 

2011 წელს ფილბინმა განაცხადა, რომ სატელევიზიო კარიერას ასრულებდა და პენსიაზე გადიოდა.

 

ტელეწამყვანის გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და მას სატელევიზიო ისტორიის ერთ-ერთი დიადი პერსონა უწოდა.

 

„ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩემი მეგობარი იყო. რეჯის, ჩვენ გვიყვარხარ“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

 

რეჯის ფილბინმა 2004 წელს გინესის რეკორდი დაამყარა და სატელევიზიო კამერების წინ 16,746.50 საათი გაატარა.

 

big_banner
არქივი